Thumbnail

სეზონის საუკეთესო გოლი - სონის შედევრი პრემიერლიგაში აღიარეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სონმა 2019 წლის 7 დეკემბერს ბარნლის ფანტასტიკური გოლი გაუტანა
  • სამხრეთკორეელის გოლი პრემიერლიგაში საუკეთესო გამოდგა

ლონდონის ტოტენჰემის ფეხბურთელის, სონ ჰონ-მინის გოლი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ბარნლის გაუტანა, პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.

„მამლების“ სამხრეთკორეელმა შემტევმა ბურთი თავისი გუნდის საჯარიმოსთან მოიპოვა და მეტოქის კარამდე წარმოუდგენელი დრიბლინგი შეასრულა. მან 71.4 მეტრი 11 წამში დაფარა და პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი მანძილი დააფიქსირა ენდროს თაუსენდის შემდეგ, რომელმაც 2016/17 წლების სეზონში კრისტალ პალასის რიგებში გაიტანა.

„როგორც კი ბურთი მოვიპოვე, პასის გაკეთება მინდოდა. გამიმართლა, რადგან დრიბლინგის სივრცეში არავინ იყო. ვეცადე, შეტევა კარგად დამესრულებინა, ძალიან სწრაფად ვირბინე და ჩემს მიზანზე ვიყავი ორიენტირებული. შესანიშნავი გრძნობა იყო“, - თქვა აზიელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლის გახსენებისას.

📺 ვიდეო: პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო გოლი

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონი ტოტენჰემმა მე-6 დაასრულა, ხოლო სონმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები