Thumbnail
  • 19 წლის ქართველ ნახევარმცველს პირველ ტურში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა
  • კვარაცხელიამ ლოკომოტივთან მატჩში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა

ყაზანის რუბინის 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის საუკეთესო დრიბლიორი გახდა.

როგორც ირკვევა, სასტარტო შეხვედრაში კვარაცხელიამ 9 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც მთელს ტურში ვერავინ გადაფარა. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს ყაზანელებმა მოსკოვის ლოკომოტივთან 0:2 წააგეს, ხვიჩამ კი მინდორზე 72 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი ზურიკო დავითაშვილს დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ გასულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს და მასზე ახალ სეზონშიც დიდ იმედებს ამყარებენ. რუბინი მე-2 ტურის მატჩს 15 აგვისტოს, შინ, ურალთან ჩაატარებს.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევა ლოკომოტივთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები