Thumbnail

‘ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ’ - NBA-მ იანისი დისკვალიფიკაციით დასაჯა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იანის ანტეტოკუნმპოს მხოლოდ 1 მატჩის გამოტოვება მოუწევს
  • Greek Freak პლეი ოფის პირველივე შეხვედრაში ითამაშებს

მორიც ვაგნერისთვის თავის ჩარტყმის გამო, მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. Greek Freak NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს გამოტოვებს, რომელსაც ბაქსი დღეს 00:00-ზე მემფისთან გამართავს. პლეი ოფის პირველ მატჩში კი, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს ორლანდო მეჯიქთან ელოდება, იანისი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ანტეტოკუნმპო ვაშინგტონთან წაგებულ მატჩში გააძევეს. მოგვიანებით იანისმა გერმანელ კალათბურთელს ბოდიში მოუხადა.

“დროის უკან დაბრუნება და სცენის გამეორება რომ შემეძლოს, ამას აღარ გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. მთელი წლის განმავლობაში ვთოკავდი ნერვებს და ცუდად არ მოვქცეულვარ. შეცდომაზე უნდა ვისწავლო, წინ გავიხედო და კარგი კალათბურთი ვითამაშო,” - განაცხადა იანისმა.

ვაგნერმა მისი ბოდიში მიიღო: “ის მართლაც ძალიან კარგი კალათბურთელია. განგებ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვცდილობ, რომ ხისტად ვითამაშო და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი.” - თქვა გერმანელმა.

მილუოკი ბაქსმა რეგულარულ ჩემპიონატში ვადამდე გაინაღდა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველობა, მისი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ს მოქმედი MVP და მიმდინარე სეზონში ამ ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, ლებრონ ჯეიმსთან ერთად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები