Thumbnail

'ჩანდა, რომ საქმე გაკეთებული გვქონდა' - გასპერინი ძალიან ნანობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბერგამოს ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ პარი სენ-ჟერმენთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიური გუნდი ფრანგულ მეტოქეს ბოლო წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ 3-წუთიან ინტერვალში 2 გოლი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.

„დიდი სინანულის განცდა გვაქვს, რადგან მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით და ჩანდა, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება. დიდი მიღწევა იქნებოდა, თუმცა კმაყოფილება დაგვრჩა დიდი გამოცდილების გამო, ჩემპიონთა ლიგაზე გავიზარდეთ. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ბიჭებს ასეთი სეზონისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ. ცოტა დაგვაკლდა," - განაცხადა ბერგამოელთა მწვრთნელმა.

გასპერინიმ ბოლო წუთების შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა: "როდესაც მბაპე თამაშში ჩაერთო, შოკი მივიღეთ, ის და ნეიმარი მოქმედებას აფართოვებდნენ. თითქმის ამოწურულ დროს გოლის გაშვების გამო ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. დასრულდა ძალიან დამღლელი პერიოდი და ბიჭებს მხოლოდ მადლობა გადავუხადე.“

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი იყო და მიუხედავად ამისა, ნახევარფინალამდე ძალიან ცოტა, რამდენიმე წუთი დააკლდა. იტალიის სერია A-ში გასპერინის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა, მხოლოდ იუვენტუსსა და ინტერს ჩამორჩა და მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები