Thumbnail
  • რაიმონ დომენეკმა იტალიელები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
  • ფრანგი სპეციალისტის აზრით, ატალანტამ გასპერინის გამო წააგო

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი პარი სენ-ჟერმენისა და ატალანტას შეხვედრას გამოეხმაურა. 2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ცნობილია იტალიელებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით და ისინი არაერთხელ გაუკრიტიკებია.

დომენეკმა მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბერგამოელთა მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გააკრიტიკა. გარდა ამისა, ფრანგმა ტვიტერში დაწერა, რომ იტალიელი მწვრთნელების ტაქტიკური სიძლიერე უბრალოდ ლეგენდაა.

„ბრავო პსჟ-ს ამ დიდი ემოციისთვის და მადლობა ჯან პიერო გასპერინის თამაშის ბოლოს გაკეთებული ცვლილებებისთვის. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ იტალიელი მწვრთნელების შესანიშნავი ტაქტიკური ცოდნა მხოლოდ ლეგენდაა. ტუხელი უფრო წარმატებული იყო“, - დაწერა დომენეკმა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა მატჩის ბოლო სამ წუთში მარკინიოსისა და ერიკ ჩუპო-მოტინგის გოლებით ატალანტა 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1995 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

რაიმონ დომენეკი 2004-2010 წლებში საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პერიოდში მას იტალიის ნაკრებთან თამაში ოთხჯერ მოუწია. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიაში წააგო, ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში პარიზში 3:1 იმარჯვა, მილანში ნულოვან ფრეს დასჯერდა, ხოლო ევრო 2008-ის ჯგუფურ ეტაპზე მარცხი განიცადა (0:2).

 

კომენტარები

ბოლო ამბები