Thumbnail

ბითაძის 17 წუთი, ინდიანამ ჰარდენის სუპერთამაშის მიუხედავად გაიმარჯვა [მიმოხილვა]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდოში ინდიანა პეისერსმა ჰიუსტონ როკიტსი 108:104 დაამარცხა...

გოგა ბითაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში შევიდა. მან 16:42 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სხვათა შორის, ერთი ჩაჭრა გოგამ ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ ბრძოლაში მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამდენი გოგას ორლანდოში აქამდე არ უთამაშია. 

📺 გოგა ბითაძე ჰიუსტონის წინააღმდეგ

ინდიანას რიგებში 18-18 ქულა მაილს ტერნერმა (12 მოხსნა) და ჯასტინ ჰოლიდეიმ მოაგროვეს, 17 ქულა ედმონდ სომნერმა ჩააგდო, 16- დაგ მაკდერმოტმა. წაგებულთა შორის საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 45 ქულა, 17 მოხსნა, 9 პასი. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ინდიანას, რომლის მწვრთნელმა ნეით მაკმილანმაც თამაშის წინ გუნდთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვიტა, 44 მოგებით აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზეა. 15 აგვისტოს (00:00 თბილისის დროით) ინდიანა მაიამის ეთამაშება და ამით რეგულარულ სეზონს ასრულებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები