Thumbnail

ერთი ლელო: ჯონა ლომუ ინგლისის წინააღმდეგ [1995]

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მსოფლიო თასი 1995 / ინგლისი - ახალი ზელანდია 29:45
  • ჯონა ლომუმ ბრიტანელებს ჯამში 4 ლელო დაუდო

მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობდა, კეიპტაუნში, ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაშის მიმდინარეობისას ბევრი ლელო დაიდო, მაგრამ ჯონა ლომუს მიერ, მე-20 წუთზე დამიწებული ბურთი რაგბის ქომაგს განსაკუთრებულად ახსოვს.

ლომუ მაშინ 20 წლის იყო და ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ბურთის მიღების შემდეგ ყველა დროის საუკეთესო მორაგბე ორ მეტოქეს გაცდა, მესამეს გადაუარა და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა.

ის თამაში ზელანდიელებმა მოიგეს, ფინალშიც გავიდნენ, სადაც მასპინძელ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან სენსაციური მარცხი განიცადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები