Thumbnail

HOOPSHYPE-მა ინდიანას სასტარტო ცენტრ მაილს ტერნერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში მაილსი თანაგუნდელებზე, NBA-ს ბაბლში ცხოვრებაზე და არასაკალათბურთო საკითხებზე საუბრობს...

ინტერვიუს ერთ-ერთი კითხვა მთლიანად გოგა ბითაძეს მიეძღვნა. 21 წლის ქართველი ახალბედა ინდიანაში მაილსის შემცვლელი და კონკურენტია:

HOOPSHYPE: როდესაც გუნდმა დრაფტის პირველ წრეში გოგა ბითაძე აირჩია, რა გაიფიქრეთ იმ მომენტში? რას იტყვით მის თამაშზე NBA-ში?

მაილს ტერნერი: ვფიქრობ, რომ ამ წლის განმავლობაში გოგამ ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ჩემი აზრით, ევროპაში თამაში ერთია და სულ სხვაა NBA-ში გამოსვლა. აქ კალათბურთი განსხვავებული სტილისაა. ვფიქრობ, ის ძალიან ძლიერია. ეს პირველია, რაც მის დანახვისთანავე თვალშისაცემია - გოგა ძალიან ძლიერია. 

ის აგრძელებს სწავლას, თუ, როგორ გამოიყენოს ფიზიკური უპირატესობა და მეტი სარგებელი მოუტანოს გუნდს. აშკარაა, რომ მას სამქულიანის სროლა შეუძლია და ზოგადად სროლის მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს. ასევე, გოგა დიდებული დამფარებელია. ვფიქრობ, ლეიკერსთან მან დიდებულად ითამაშა. სწორედ ასეთ თამაშებში იზრდება გოგა, როცა დუაიტ ჰოვარდის დარ მოთამაშეებს ებრძვის. 


როცა ჩვენ გოგა დრაფტზე ავირჩიეთ, წარმოდგენა არ მქონდა როგორი მოთამაშე იყო. მისი თამაში საერთოდ არ მენახა, მის შესახებ საერთოდ არაფერი გამეგო. ახლა, როცა მას ყოველდღიურად გვერდში ვხედავ, ვგრძნობ, როგორი მოწადინებულია გოგა. მას უყვარს კალათბურთი. ის აგრძელებს სწავლად და ამას ყოველთვის დიდი სიამოვნებით აკეთებს. ახლა უკვე ის საკუთარ თავში დარწმუნებული მოთამაშეა, რაც ჩემი აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია NBA-ში. აუცილებელია, ამ ლიგაში საკუთარი თავის ფასი იცოდე, განსაკუთრებით, როცა ახალბედა ხარ. ის ახალგაზრდაა და კიდევ უფრო უკეთესო კალათბურთელი გახდება. მას ამისთვის საკმაო დრო აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ამ საღამოს ინდიანა პეისერსი ჰიუსტო როკიტსს ხვდება. მაილს ტერნერი სასტარტო ხუთეულშია, გოგა ბითაძე კი სათადარიგო. ამერიკულ მედიას თუ დავუჯერებთ, ტრავმის გამო, მწვრთნელმა გოგას წუთობრივილი ლიმიტი დაუწერსა - 10 წუთზე მეტს არ ათამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები