Thumbnail

ვალენსია კაპიტანმა დატოვა - პარეხოს ტრანსფერი დივანის ფოტოთი დააანონსეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვილიარეალმა ვალენსიადან ერთბაშად ორი ნახევარმცველი გადაიბირა
  • დანი პარეხო და ფრანსის კოკლენი ყვითელ წყალქვეშა ნავში ითამაშებენ

ვილიარელმა თავის ოფიციალურ საიტზე ვალენსიას ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ვილიარეალი ნახევარმცველებმა, დანიელ პარეხომ და ფრანსის კოკლენმა გააძლიერეს, რომლებმაც კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

დანი პარეხო ვალენსიას ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და მისი კაპიტანი იყო, მანამდე კი ხეტაფესა და მადრიდის რეალში გამოდიოდა, რომლის აღზრდილიცაა. 31 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 35 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი (5 პენალტიდან) და შეასრულა 3 საგოლე პასი. 

საინტერესოა, რომ ვილიარელმა პარეხოს ტრანსფერი ტვიტერზე დივანის ფოტოს თანხლებით დააანონსა, რომელიც ფეხბურთელმა ესპანურ ღამის შოუს აჩუქა.

"გახდება ის ყვითელი?", - გაუკეთა წარწერა ფოტოს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" პრესსამსახურმა, რომელმაც ნახევარმცველის ტრანსფერი მალევე სტანდარტულად გამოაცხადა.

ფრანსის კოკლენი "ღამურებში" 2018 წლიდან გამოდიოდა, მანამდე კი ლონდონის არსენალში თამაშობდა. გასულ სეზონში 29 წლის ფრანგმა პრიმერას 26 მატჩში ითამაშა.

ვილიარეალმა ესპანეთის 2019/20 წლების ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაში ითამაშებს. ვალენსია მე-9 პოზიციას დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები