Thumbnail

'გვსურს, მის მიმართ სამართლიანები ვიყოთ' - ურდინგენმა ლევან ყენია არ დაიტოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

"ვესტდოიჩე ცაიტუნგის" ინფორმაციით, III ბუნდესლიგის ურდინგენმა ლევან ყენია არ დაიტოვა...

29 წლის ლევან ყენია ბოლოს საბურთალოში თამაშობდა, შალკეს ყოფილმა მოთამაშემ კვლავ გერმანიაში სცადა კარიერის გაგრძელება. ის ურდინგენში ისინჯებოდა და ეინდჰოვენთან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

"გვსურს მის მიმართ, სამართლიანები ვიყოთ. მას ვუთხარით, რომ კლუბი ფლანგზე სხვა მოთამაშეს მოძებნის", - განაცხადა ურდინგენის მთავარმა მწვრთნელმა შტეფან კრემერმა. 

ურდინგენმა ყენიასთვის ლიცენზია უკვე მოიპოვა კიდევ ორი ამხანაგური მატჩისთვის (პადერბორნთან და ბოხუმთან), თუმცა კლუბთან ერთად კვირაზე ნაკლები ვარჯიშის შემდეგ, ურდინგენის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მასთან დამშვიდობება. 

📺 ლევან ყენიას მომენტი პსვ-სთან

შეგახსენებთ, რომ ლევან ყენიაგელზენკირხენის შალკეში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაირიცხა, შემდეგ კი, დიუსელდორფის ფორტუნაში თამაშიც მოასწრო. ლევანს უცხოეთში ლვოვის კარპატის, პრაღის სლავიას და ლუქსემბურგის დუდელანჟის ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი, საბურთალოს რიგებში ირიცხებოდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები