Thumbnail
  • 'ჯანი ინფანტინოს ვესაუბრე და ფიფაში ამაზე სერიოზულად ფიქრობენ'
  • ბაიერნის მხრიდან მოლაპარაკებებს კარლ-ჰაინც რუმენიგე აწარმოებს

წლეულს გაუქმებული ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი, შესაძლოა, მაინც ჩატარდეს და ეს, მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლებს იმედებს უსახავს, რომ პრესტიჟულ ჯილდოს გუნდის პოლონელი ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი მიიღებს. შესაბამისი კომენტარი ბავარიელთა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა:

“ამასწინათ ჯანი ინფანტინოს ვესაუბრე და ამ საკითხსაც ვარკვევდი. ვკითხე, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ინდივიდუალური ჯილდოების გადაცემა მაინც მომხდარიყო. ფიფაში იგივე ოქროს ბურთის ცერემონიაზე სერიოზულად ფიქრობენ. ძალიან მინდა, რომ ის რობერტს შეხვდეს. ლევანდოვსკი კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფორმაშია. ამას, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ვხედავდით”.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში 34 გოლი გაიტანა და ბევრის აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებდა. პოლონელს ოქროს ბურთის მოგების შანსი მას შემდეგ მოესპო, რადგან France Football-მა 2002 წლის დაჯილდოება გააუქმა.

სხვა საქმეა, რომ მხოლოდ ფიფა-სთან კონტაქტით რუმენიგეს თავისის გატანა გაუჭირდება, რადგანაც 2016 წლის შემდეგ ფიფა და France Football ოქროს ბურთის დაჯილდოებას ერთად აღარ ატარებენ. ფიფა თავის მხრივ The Best-ს აწყობს და წლის ფეხბურთელს ასე ავლენს, მაგრამ 21 სექტემბერს მილანში დაგეგმილი ღონისძიება ასევე გაუქმებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები