Thumbnail
  • შტურმი 2:1 ბრავო
  • ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ამხანაგური გამართა სლოვენიურ ბრავოსთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ამ შეხვედრაში ანგარიში ავსტრიელთა ქართველმა ლიდერმა გახსნა...

24 წლის კიტეიშვილმა მატჩის მე-6 წუთზე სლოვენიელთა კარში გოლი თავით გაიტანა. შესვენებაზე მწვრთნელმა მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა. შტურმი სეზონს 28 აგვისტოს ავსტრიის თასზე ინსბრუკთან მატჩით (1/32 ფინალი) იწყებს). 15 აგვისტოს შტურმი მორიგ ამხანაგურ მატჩში ჩეხურ ოპავას შეხვდება. 

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი ბრავოს კარში

ოთარ კიტეიშვილმა 2019/20 წლების სეზონში ავსტრიულ ბუნდესლიგაში 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები