Thumbnail
  • რეალმა ახალი ფეხბურთელების შეძენამდე ჯერ სხვები უნდა გაუშვას
  • მარკას ინფორმაციით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც ტრანსფერზეა დაყენებული

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მადრიდის რეალისთვის 2019/2020 წლების სეზონი საბოლოოდ დასრულებულია. ახალი სეზონის დაწყებამდე ‘სამეფო კლუბმა’ გუნდის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. ფაქტია ისიც, რომ რეალის დატოვება რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს.

‘მარკას’ ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ჯამში 10 ფეხბურთელს დაემშვიდობება და წამსვლელთა სიაში რამდენიმე ვარსკვლავიცაა. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ რეალი არა მარტო გარეთ ბეილის თავიდან მოშორებას ცდილობს, არამედ ტრანსფერზე აყენებს ლუკა მოდრიჩს, ხამეს როდრიგესსა და ლუკა იოვიჩსაც. ‘მარკას’ ცნობით, ‘სამეფო კლუბის’ შეფებს იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელების გაყიდვით ჯამში 180 მილიონ დოლარს მიიღებენ.

‘მარკა’ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სანამ ახალ მოთამაშეებს შეიძენენ, მადრიდელებმა აუცილებლად უნდა გაყიდონ რამდენიმე ფეხბურთელი. ზემოთ მოყვანილ სიაში ყველაზე მოულოდნელი მოდრიჩის მოხვედრაა, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ‘მარკა’ წერს, რომ ხორვატს შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, დარჩება, თუ წავა. საინტერესო ისაა, რომ დარჩენის შემთხვევაში მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აღარ აძლევენ. იოვიჩის შემთხვევაში კი ყველაფერი გარკვეულია: რეალის ბოსებმა მისი გაშვება გადაწყვიტეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები