Thumbnail
  • დალას მავერიკსი 131:134 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • დამიან ლილარდმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
  • პირადი რეკორდი ჰქონდა კრისტაპს პორზინგისსაც

დალასისა და პორტლენდის დაპირისპირება მოსალოდნელზე მეტად დაძაბული და დრამატული გამოვიდა. რიკ კარლაილის მავერიკსი ტრეილ ბლეიზერსთან დიდ ბრძოლაში, 131:134 დამარცხდა.

მატჩის ბედი დამიან ლილარდმა ფაქტობრივად მარტომ გადაწყვიტა - მის ანგარიშზე 61 ქულაა! ლილარდისთვის ეს კარიერაში საუკეთესო შედეგია. პორტლენდის ლიდერმა 32 მცდელობიდან 17 ჩააგდო, მათ შორის 9 სამქულიანი.

“სწორედ ეს არის ის, რაც მინდა არაფერი ამაზე მეტი. მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ყოველთვის ვამბობდი, რომ დროს ტყუილად არ გავფლანგავდი. შანსი გვაქვს, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ და აქ სწორედ ამისთვის ვართ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ 30 წლის ლილარდმა, რომელიც მწვრთნელმა ტერი სკოტსმაც შეაქო: “მისი ლიდერის თვისებები და მისი შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. მთელ გუნდს საკუთარ მხრებზე ატარებს.”

ლილარდთან ერთად შესანიშნავი იყო კარმელო ენტონიც, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. პორტლენდის სხვა მოთამაშეებმა 11 ქულაზე მეტი ვერ დააგროვეს. 

დალასს ვერც იმ ფაქტმა უშველა, რომ კრისტაპს პორზინგისმა ასევე კარიერის საუკეთესო შედეგი დადო - 36 ქულით და 7 სამქულიანით. ლუკა დონჩიჩმა 25 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დალას მავერიკსი დასავლეთ კონფერენციაში 43 გამარჯვებითა და 31 მარცხით მე-7 ადგილზეა. პორტლენდი ახლა მერვეა და ამ მოგებით პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები