Thumbnail

იანისმა მეტოქეს თავი ჩაარტყა და გააძევეს - ბერძენს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვაშინგტონ უიზარდსი 113:126 მილუოკი ბაქსი
  • იანის ანტეტოკუნმპო მო ვაგნერს აკრძალული ილეთით გაუსწორდა
  • სავარაუდოდ, ბერძენი ფორვარდი გრიზლისთან მატჩს გამოტოვებს  

მილუოკი ბაქსის ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ მეტოქეს თავი ჩაარტყა და მოედნიდან გააძევეს. ინცინდენტი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, ვაშინგტონ უიზარდსთან მოხდა, რომელიც იანისის გუნდმა 13-ქულიანი სხვაობით მოიგო. 

ინცინდენტი შეხვედრის მეორე მეოთხედში მოხდა. მილუიკის ბერძენმა კალათბურთელმა ემოციები ვერ მოთოკა და მეტოქე მო ვაგნერს თავი დაარტყა, რისთვისაც გააძევეს. იქამდე იანისმა მოედანზე გატარებულ 10 წუთში 12 ქულისა და 9 მოხსნის მოგროვება მოასწრო.

მომხდარის გამო იანის ანტეტოკუნმპოს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ფორვარდი სავარაუდოდ მომდევნო, მემფის გრიზლისთან ხუთშაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ეს უკანასკნელი დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.

რაც შეეხება "ვიზა ატლეტიკ ცენტრში" ჩატარებულ მატჩს, ნომინალური სტუმრების შემადგენლობაში ბრუკ ლოპესი (24 ქულა) და სტერლინგ ბრაუნი (23 ქულა) გამოირჩნენ. ვაშინგტონში ყველაზე შედეგიანები 19-19 ქულით იშ სმიტი და რუი ჰაჩიმურა იყვნენ.

მილუოკი ბაქსმა რეგულარულ ჩემპიონატში ვადამდე გაინაღდა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველობა, მისი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ს მოქმედი MVP და მიმდინარე სეზონში ამ ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, ლებრონ ჯეიმსთან ერთად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები