Thumbnail

რუსეთის პრემიერ-ლიგის I ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის რუბინი შინ 0:2 დამარცხდა საბა კვერკველიას ლოკომოტივთან...

რუბინის ქართველმა სპეციალური მაისურებით პატივი მიაგეს საბურთალოს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას. 

სამი ქართველი ლეგიონერიდან სასტარტო შემადგენლობაში კვარაცხელია იყო, რომელსაც თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, მეორე ტაიმში მან მცირე ტრავმა მიიღო, მოედანზე მის ნაცვლად დავითაშვილი გავიდა. რაც შეეხება კვერკველიას, ის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ რუბინს მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი გაუძევეს. მიზეზი გახდა ის ეპიზოდი, როცა მსაჯმა ლოკომოტივის კარში პენალტი არ დანიშნა, კვარაცხელიამ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელსაც ლოკომოტივის მეკარე შეეჯახა. 

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები