Thumbnail
  • სევილია და შახტარი ნახევარფინალში გავიდნენ
  • ნახევარფინალური წყვილები ევროპალიგაში

ევროპალიგის 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი თამაში გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა...

გელზენკირხენის "ფელტინს არენაზე" დავით ხოჭოლავას შახტარი ქართველი მცველის გარეშე (ის დისკვალიფიცირებულია) იოლად გაუსწორდა შვეიცარიულ ბაზელს. ბაზელმა პრესტიჟის გოლი მხოლოდ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

სევილია დუისბურგში თითქმის მთელი თამაში სჯობდა ვულვერჰემპტონს, მაგრამ გამარჯვების გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანა, ევერ ბანეგას ჩაწოდებულს თავით ლუკას ოკამპოსი შეწვდა და სევილია ნახევარფინალში გაიყვანა. პირველ ტაიმში ინგლისელებმა ხელიდან ოქროს შანსი გაუშვეს, როცა ანდალუსიელთა მეკარეს პენალტი ვერ გაუტანეს.

შახტარი 4:1 ბაზელი

გოლები: 1:0 მორაეში 2', 2:0 ტაისონი 22', 3:0 ალან პატრიკი 75' (პენალტი), 4:0 დოდო 88', 4:1 ვან ვოლფსვინკელი 90+2'

ვულვერჰემპტონი 0:1 სევილია

გოლი: 0:1 ოკამპოსი 88'

1/2 ფინალი

  • 📅 16 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ინტერი V შახტარი
  • 📅 17 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ სევილია V მანჩესტერ იუნაიტედი

კომენტარები

ბოლო ამბები