Thumbnail

'სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს' - ზუროსი შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ილიას ზუროსი შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერში უარყოფითს ვერ ხედავს
  • ბერძენმა სპეციალისტმა კომენტარი Eurohoops-თან გააკეთა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტი Eurohoops-თან ამბობს, რომ თორნიკე თავისი ქვეყნის პატრიოტია და სპორტს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს...

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "შენგელია არის მოთამაშე, რომელიც ეროვნულ ნაკრებზე და მის ქვეყანაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. მან ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ამაყად ატარებდა თავისი ქვეყნის დროშას. ფინალიდან ერთი საათის შემდეგ მომწერა და მითხრა, რომ მოუთმენლად ელოდება ასეთი ემოციის განცდას ეროვნულ გუნდთან ერთად.

მე ვერაფერს ვიტყვი ისეთი ერთგული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოადგენს და უმაღლეს დონეზე იბრძვის. ის პატრიოტია და ეს არც განიხილება. სპორტი ხალხს აერთიანებს და მას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს".

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ზუსტად ერთი თვის წინ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლას ლოგიკურია საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები