Thumbnail
  • ჯონათან დევიდი ლილმა 30 მილიონ ევროდ შეიძინა
  • ვინ ითავებს გენტის ლიდერის ფუნქციას?

გენტის ახალგაზრდა კანადელი ლიდერი ჯონათან დევიდი ოფიციალურად გახდა ფრანგული ლილის ფეხბურთელი...

ლილმა ბელგიურ კლუბს ჯონათან დევიდის სანაცვლო 30 მილიონი ევრო გადაუხადა. "ძალიან გახარებული ვარ და კარიერის ახალ თავს ვიწყებ, ამჯერად, ლილთან ერთად", - განაცხადა 20 წლის დევიდმა, რომელიც ჰაიტური წარმოშობის კანადელია. გენტის შემადგენლობაში მან 95 მატჩში 48 გოლი და 20 საგოლე პასი მოასწრო. გენტი ოფიციალურად გამოემშვიდობა დევიდს და კარიერაში წარმატება უსურვა.

ჯონათან დევიდმა გენტი დატოვა

"ვინ შეცვლის ჯონათან დევიდს გენტში", - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ბელგიის ვიცე-ჩემპიონის ფანებს აწუხებს. voetbalnieuws.be-ს მიაჩნია, რომ გუნდში ამის ყველაზე საუკეთესო შანსი აქვს გიორგი ჩაკვეტაძეს:

voetbalnieuws.be: "ჩვენს ყურადღებას გიორგი ჩაკვეტაძე იმსახურებს, რომელიც, როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა. ქართველი, რომელიც ჯერ ისევ 20 წლის არის, თავის დროზე "ხელამკო არენაზე" მთავარ ტალანტად მიიჩნეოდა, მაშინ დევიდზე არც არავინ საუბრობდა. ის მოლოდინები, რაც მას უკავშირდებოდა, ჯერ კიდევ შეიძლება გამართლდეს".

გამოცემა ასევე ასახელებს უკრაინელ რომან ბეზუსსა და გერმანელ ნიკლას დორშს. გულშემატკივრების 24%-ს მიაჩნია, რომ დევიდის წასვლის შემდეგ, გენტს ტიტულზე ფიქრი შეუძლია დაივიწყოს, თუმცა ოპტიმისტთა რიცხვი მეტია - 33%.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჟუპილერ ლიგის პირველ ტურში გენტი სტუმრად სენტ ტრუიდენთან დამარცხდა, გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისთვის მზად არ იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები