Thumbnail
  • ლიონელ მესის ინტერში სავარაუდო ტრანსფერზე ისევ წერენ
  • არგენტინელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ახალი უძრავი ქონება შეიძინა ქალაქ მილანში. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის კაპიტანმა მილანში პენტჰაუსი იყიდა...

სახლი პორტა ნოვას რაიონში, ინტერის ოფისისი გვერდით მდებარეობს. ამან კიდევ ერთხელ წამოიჭრა თემა ლიონელის "ნერაძურიში" შესაძლო გადასვლაზე. აქამდე, ამის შესახებ ხშირად წერდნენ, მაგრამ ჭორებს ყოველთვის უარყოფდნენ. აღსანიშნავია, რომ ლეომდე მილანში სახლი მამამისმაც შეიძინა.

არგენტინელ ფეხბურთელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით, გახანგრძლივების შესახებ ახალი ცნობები არ გავრცელებულა. "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუმ არაერთხელ დარწმუნებით აღნიშნა ლიონელის "კამპ ნოუზე" დარჩენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ 2019/20 წლების სეზონში 43 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნს 14 აგვისტოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები