Thumbnail

ფიბას ოფიციალურმა საიტმა დაასრულა გულშემატკივართა გამოკითხვა და ბოლო 20 წლის (2000-2020) ევრობასკეტის სიმბოლური ნაკრები დაასახელა...

"დრიმ თიმში" ორი ბერძენი (ვასილის სპანულისი, დიმიტრის დიამანტიდისი), თითო ლიტველი (შარუნას იასიკევიჩიუსი), ესპანელი (პაუ გასოლი) და გერმანელი (დირკ ნოვიცკი). 

FIBA EuroBasket Dreams ჯერ 15 სხვადასხვა ქვეყნის "დრიმ თიმი" დაასახელა, მათ შორის საქართველოსიც. მაშინ სიმბოლურ ნაკრებში თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკ დიქსონი მოხვდნენ.

ჯამში 80 მოთამაშიდან ფიბამ ეგრეთ წოდებულ შორტლისტში 24 კალათბურთელი დატოვა. 

ევრობასკეტის სამგზის გამარჯვებულ პაუ გასოლს ორჯერ აქვს მოპოვებული MVP-ის ტიტული. ის ევროპის ჩემპიონატებში საშუალოდ 20.4 ქულასადა 8.2 მოხსნას აკეთებდა. 

დირკ ნოვიცკი საშუალოდ 21.5 ქულასა და 7.4 მოხსნას აგროვებდა. სამჯერ ის ევრობასკეტის ბომბარდირი გახდა, ერთხელ კი MVP-ის პრიზიც დაიმსახურა.

შარუნას იასიკევიჩიუსი ევრობასკეტ 2003-ის MVP გახდა. სპანულისისა და დიამანტიდისის დუეტმა ევრობასკეტი 2005 წელს მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები