Thumbnail
  • სტად ფრანსეს 25 წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა
  • პარიზულ კლუბში ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე ირიცხებიან

საფრანგეთის TOP 14-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. პარიზული სტად ფრანსე ნიცაში გატარებული შეკრებიდან დაბრუნდა დედაქალაქში. კლუბში კორონავირუსზე ტესტირება მოაწყეს. შედეგი შოკისმომგვრელია...

L’Equipe-ის ინფორმაციით, დადებითი პასუხი კლუბის 25 წევრს დაუდასტურდა, რომელთა შორის არიან მორაგბეები, მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენლები და კლუბის თანამშრომლები. გადაწყვეტილება მიღებულია - სტად ფრანსე მთელი შემადგენლობით 17 აგვისტომდე კარანტინში გადავიდა. ასევე გაუქმდა ამხანაგური მატჩი ბრივთან. ახალი სეზონი 4 სექტემბერს იწყება, პირველ ტურში სტად ფრანსე ბორდოს უნდა დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ სტად ფრანსეში ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე ირიცხებიან. კაკოვინი ამ სეზონის წინ რასინგიდან გადავიდა პარიზულ კლუბში. 

კომენტარები

ბოლო ამბები