Thumbnail
  • ჯანოს ხელფასი თვეში თითქმის 20 ათასი ევრო იქნება
  • როტორი რუსეთის პრემიერლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

ჯანო ანანიძე როტორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი თვეში 1.7 მილიონ რუბლს გამოიმუშავებს (19,800 ევრო)...

გარდა ამისა, თუ ჯანო სეზონში გოლი+პასის სისტემით 10 ქულას მიიღებს, დამატებით პრემია ერგება 1 მილიონი რუბლის ოდენობით. უფრო მეტიც, მოთამაშის კონტრაქტში გათვალისწინებულია დამატებითი გადახდები, რაც როტორის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ვოლგოგრადულ კლუბთან რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი 2021 წლის 20 მაისამდე გააფორმა. მანამდე ჯანო სპარტაკში, როსტოვში, კრილია სოვეტოვსა და ანორთოსისში თამაშობდა. 2016/17 წლების სეზონში ის რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

როტორის ღირსებას ანანიძის გარდა, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ. დღეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ საბა კვერკველიაც ვოლგოგრადელთა რიგებში გადავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები