Thumbnail

ცემეს და წყალში ჩააგდეს - შაქარაშვილის საქმეზე ხუთ პირს ბრალი დაუმძიმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ხუთ პირს ბრალი დაუმძიმდა
  • განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა 13-იდან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება

საქართველოს პროკურატურამ საბურთალოს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობაში მყოფ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა - მათ  ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა. 

პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

საქართველოს პროკურატურის განცხადება მომხდართან დაკავშირებთ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პატიმრობაში 17 პირი იმყოფება, მათგან 6 არასრულწლოვანია. მათ შორის არიან სპორტსმენებიც.

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები