Thumbnail

'აქ თამაშს კარიერის ბოლომდე ვაპირებ' - ჩირო იმობილე ლაციოს ერთგული რჩება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ოქროს ბუცის მფლობელი ლაციოსთან კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს
  • 30 წლის ფორვარდმა რომაული კლუბისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა 

ევროპის ტოპლიგების საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე აცხადებს, რომ მზდაა, კარიერის ბოლომდე რომის ლაციოს ღირსება დაიცვას. 

შეგახსენებთ, რომ რომაული კლუბის 30 წლის თავდამსხმელმა 2019/20 წლების სეზონში 36 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში უკან ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი (34) და იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო (31) ჩამოიტოვა.

"თამაშს კარიერის ბოლომდე ლაციოში ვაპირებ. კლუბთან კონტრაქტს სამი წლით გავახანგრძლივებ და ის 2025 წელს ამოიწურება, როდესაც 35 წლის ვიქნები.

ლაციოში გადასვლამდე ხშირად ნაპოლის ვესაუბრებოდი, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ვერასდროს ვახერხებდით შეთანხმებას. ნეაპოლი არის ქალაქი, სადაც დავიბადე და მის მიმართ ყოველთვის მექნება სიყვარული, მაგრამ ის, რაც ლაციომ მომცა და აქამდე მაძლევს, შეუფასებელია", - ამბობს იტალიელი თავდამსხმელი.

ჩიროს ანგარიშზე იტალიის ნაკრებში 39 მატჩში გატანილი 10 გოლია

ჩირო იმობილე ლაციოში 2016 წლიდან გამოდის, მანამდე კი მას სხვადასხვა იტალიური კლუბებში, მათ შორის ტურინის იუვენტუსში, ჯენოასა და ტორინოში უთამაშია. ქვეყნის გარეთ ის დორტმუნდის ბორუსიასა და სევილიაში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები