Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 124:121 დენვერ ნაგეთსი
  • ლეიკერსმა კაილ კუზმას ბრწყინვალე სამიანით მოიგო
  • ლებრონ ჯეიმსი მოხსნების სტატისტიკაში ნულს გადაურჩა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ნეგატიური სერია შეწყვიტა. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ დენვერ ნაგეთსი 124:121 დაამარცხეს. ლეიკერსს განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში გაუჭირდა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ლოს ანჯელესელები ლებრონით და ენტონი დევისით თამაშობდნენ, დენვერის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ მელოუნმა მეოთხე პერიოდში ორ მთავარ ვარსკვლავზე, ნიკოლა იოკიჩსა და ჯამალ მიურეიზე უარი თქვა და შანსი მისცა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც მეისონ პლამლი ან ბოლ ბოლი არიან. რეზერვისტებმა შესანიშნავად ითამაშეს - ლეიკერსმა მხოლოდ საფინალო სირენამდე 0,4 წამით ადრე შეძლო გამარჯვების მოპოვება. გადამწყვეტი კაილ კუზმას შესანიშნავი სამქულიანი გახლდათ.

ლებრონ ჯეიმსმა ყველაზე მეტი, 29 ქულა დააგროვა და 12 პასიც გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგი დუბლი შეასრულა. თუმცა ლებრონი ძალიან ახლოს იყო 2010 წლის ნეგატიური შედეგის გამეორებასთან - სწორედ მაშინ დაუფიქსირდა მას თამაშში ნული მოხსნა. ჯეიმსმა დენვერთან ერთადერთი მოხსნა გააკეთა და ისიც ბოლო ფაზაში. სხვათა შორის, მოხსნების თვალსაზრისით დევისსაც პრობლემები ჰქონდა - 27 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები