Thumbnail

გრან კანარიაში 2 კალათბურთელი დაინფიცირდა - იქ ბექა ბურჯანაძე თამაშობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • COVID 19 ჯერ მწვრთნელს დაუდასტურდა, შემდეგ კი - კალათბურთელებს
  • ქართველი ფორვარდი კანარულ კლუბში გასული წლიდან ირიცხება

ესპანურ გრან კანარიაში, რომლის რიგებშიც 26 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ირიცხება, კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად, COVID 19 ესპანური კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა, დღეს კი, ინფიცირებულთა შორის 2 კალათბურთელიც აღმოჩნდა.

გრან კანარიას პრეს-სამსახურმა აღნიშნულის თაობაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც სპორტსმენთა ვინაობა არ ხმაურდება. მასში ნათქვამია, რომ კალათბურთელებს არავითარი სიმპტომები არ გააჩნიათ და თავს კარგად გრძნობენ. მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და უკვე საშინაო კარანტინის რეჟიმში არიან გადაყვანილნი.

შეგახსენებთ, რომ ბექა ბურჯანაძე კანარული კლუბის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და მომავალ სეზონსაც ამ კლუბში გაატარებს. ლიგა ენდესას გასულ გათამაშებაში ბექას საშუალო მონაგარი 8.3 ქულა და 3.22 ქულა იყო. მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა, სადაც პირველობა თორნიკე შენგელიას ბასკონიამ იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები