Thumbnail

'მსოფლიოს უდიადეს გუნდში მოვხვდი' - ლივერპულმა რობერტსონის შემცვლელი იპოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლივერპულმა კოსტას ციმიკასში 13 მილიონი ევრო გადაიხადა
  • ბერძენი მცველი ენდრიუ რობერტსონის დუბლიორად მოიაზრება

ლივერპულმა საბერძნეთის ნაკრების მცველის კოსტას ციმიკასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და 21-ნომრიანი მაისური მოირგო.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ აქ ვარ. ჩემი აზრით, ლივერპული მსოფლიოს უდიდესი გუნდია და აქ გადმოსვლა დიდი პატივია. ამიტომ, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - აღნიშნა ბერძენმა.

არაოფიციალური ცნობით, "წითლებმა" პირეოსის ოლიმპიაკოსს 13 მილიონი ევრო გადაუხადეს. ციმიკასი მარცხენა მცველია და იურგენ კლოპი მას ენდრიუ რობერტსონის დუბლიორად განიხილავს, რომელსაც წინა სეზონში შემცვლელი არ ჰყავდა. 2019/20 წლების სეზონში ციმიკასმა 46 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, მაგრამ 7 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები