Thumbnail

როგორია ბაიერნის ახალი ფორმა - მას ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დიზაინის შემუშავებისას ალიანს არენის შიდა ფასადის დეტალები იქნა გათვალისწინებული'
  • ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს 14 აგვისტოს ბარსელონასთან ჩაატარებს

მიუნხენის ბაიერნმა ახალი ფორმა წარამოადგინა, რომლითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. მიუნხენელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დიზაინის შემუშავებისას კლუბის საშინაო არენის - ალიანს არენის შიდა ფასადის დეტალები იქნა გათვალისწინებული.

სხვათა შორის, რომბები ბაიერნისთვის ახალი თემა ნამდვილად არაა, რადგანაც ისინი მიუნხენელთა ემბლემაზე და ბავარიის მხარის გერბზეც ფიგურირებს.

ფორმაზე კისრის არესთან ბაიერნის დევიზია (Mia san mia) დატანილი, შორტები და გეტრები კი შავი ფერისაა. შეგახსენებთ, რომ გერმანული გრანდის ტექნიკური სპონსორი ადიდასია და ახალი ფორმაც ამ კომპანიის დამზადებულია.

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და 14 აგვისტოს ლისაბონში, ბენფიკას სტადიონზე ბარსელონას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ნახევარფინალში, მაჩესტერ სიტისა და ლიონს შორის უმჯობესს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები