Thumbnail
  • 'თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება'
  • ჯეიდონ სანჩოს თავის რიგებში ხილვა მანჩესტერ იუნაიტედს სურდა

დორტმუნდის ბორუსიამ ჯეიდონ სანჩოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ გუნდის ინგლისელი ნახევარმცველის გასხვისება აღარ იგეგმება.

“სანჩოს ჩვენს გეგმებში დიდი როლი უკავია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის მომავალ სეზონშიც აქ იქნება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ამით მის თაობაზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. გასულ ზაფხულს სანჩოს სათამაშო დონიდან გამომდინარე ხელფასი მოვუმატეთ. ჩათვალეთ, რომ მას 2023 წლამდე უკვე მაშინ გავუგრძელეთ”.

ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა, რომ ჯეიდონ კარიერას პერემიერლიგის ბინადარ მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა. მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა, სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, რადგანაც გერმანული კლუბი 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვდა.

ცნობისთვის, სანჩო მანჩესტერ სიტის აღზრდილია. 2017 წლის ზაფხულში ბორუსიამ ის მხოლოდ 7.84 მილიონად იყიდა და როგორც სჩანს, სწორი გათვლა გააკეთა. 2019-20 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 44 მატჩში ჯეიდონმა 20 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები