Thumbnail

ოღონდ წავიდეს და არსენალი მზადაა, მესუთ იოზილს ხელფასის ნაწილი უხადოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალს მესუთ იოზილის დატოვება არავითარ შემთხვევაში აღარ სურს
  • ლონდონელები მას წასვლის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებენ

არსენალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მესუთ იოზილმა კლუბი დატოვოს. გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი ლონდონური კლუბისთვის სპორტული თვალსაზრისით არანაირ როლს აღარ თამაშობს, მაგრამ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს და კვირაში 390 000 ევროს იღებს.

გასულ სეზონში იოზილმა პრემიერლიგის მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. არსენალი მზადაა, იოზილი ახლავე გაყიდოს, მაგრამ ეს უკანასკნელი წასვლაზე არ ფიქრობს, რადგან შესანიშნავი ხელფასი არ ეთმობა. მესუთი ხვდება, რომ ამდენს აღარსად გადაუხდიან.

‘მირორის’ ინფორმაციით, ლონდონურ კლუბში გადაწყვიტეს, კომპრომისზე წავიდნენ და იოზილს ახალ კლუბშიც უხადონ ხელფასის გარკვეული ნაწილი, რათა მისთვის მისაცემი 20 მილიონიდან ნაწილი მაინც დაზოგონ. თუმცა მესუთ იოზილის სერიოზული მსურველი ჯერ არ ჩანს.

კომენტარები

ბოლო ამბები