Thumbnail
  • ბარსელონა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს
  • პიანიჩის შემდეგ, კატალონიელებს ბერნარდო სილვა სურთ

ბარსელონა მომავალი სეზონისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვას აგრძელებს. მას მერე, რაც ტურინის იუვენტუსთან გაცვლა შედგა (მირალემ პიანიჩი ბარსელონაში მიდის, არტური - იუვეში), კატალონიელები მანჩესტერ სიტის ნახევარმცველზე გადაერთნენ.

‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, ბლაუგრანა ბერნარდო სილვას გადაბირებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ დიდი შანსია, ამ შემთხვევაშიც გაცვლა შედგეს - ბარსას არცისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და როგორც ჩანს, სიტის მარჯვენა მცველ ნელსონ სემედუს შესთავაზებს. ‘ტელეგრაფი’ წერს, რომ სიტი ამ უკანასკნელით დაინტერესებულია.

ბერნარდო სილვა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ამ სეზონში ბერნარდო სილვას ძირითად შემადგენლობაში მატჩების 61 პროცენტში აყენებდა. არადა, წინა სეზონში სილვა სიტის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პეპი პორტუგალიელს ხშირად ამჯობინებს ფილ ფოდენს. ბერნარდო სილვას სიტისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები