Thumbnail

'ვიცოდი, მაგრამ სამ დღეში არ მეგონა' - გალიანი პირლომ გააკვირვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მონცას გენერალურმა დირექტორმა და ანდრეა პირლოს მეგობარმა ადრიანო გალიანიმ იუვენტუსში ლეგენდარული იტალიელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

გალიანის განცხადებით, პირლო დიდი მწვრთნელი გახდება, მაგრამ არ ეგონა, თუ იუვენტუსში ასე სწრაფად აღმოჩნდებოდა.

"ერთმანეთს 5 აგვისტოს, მონცელოში შევხვდით, მონცასა და იუვეს 19-წლამდე გუნდის ამხანაგურ თამაშზე და ვუთხარი: "ნახავ ანდრეა, დიდი კარიერა გექნება, როგორც მწვრთნელს". თუმცა, არ მეგონა, რომ იუვენტუსის მწვრთნელობამდე 3 დღე დასჭირდებოდა. ვფიქრობდი, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდებოდა. ის კი ძალიან ხმამაღლა იცინოდა.

პირლო იუვეს 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრეზენტაციის დროს

პირლო მწვრთნელი უკვე მაშინ იყო, როდესაც თამაშობდა, თუ ანდრეა ერთი სიტყვით უნდა დავახასიათო, გეტყვით, რომ ინტელექტუალურია", - თქვა გალიანიმ.

ანდრეა პირლომ 10 დღის წინ იუვენტუსის 23-წლამდე გუნდი 3-წლიანი კონტრაქტით ჩაიბარა, მაგრამ ვითარება სწრაფად შეიცვალა და ორი დღის წინ ის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნეს. პირლომ იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები