Thumbnail

რიბერი და ბაიერნი - დიდი ერა მთავრდება! ფრანგს ორი ვარიანტი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერის ბაიერნთან კონტრაქტი უმთავრდება.
  • მიუნხენელებს მისთვის ახალი ხელშელრულების გაფორმება ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ.
  • დიდი ალბათობით, ფრანგი რეკორდმაისტერს დატოვებს.
  • ასეთივე მდგომარეობაშია არიენ რობენიც.

ფრანკ რიბერი ბაიერნის ხელმძღვანელების ზარს, ან რაიმე ნიშანს ჯერ კიდევ ელოდება. 34 წლის ფრანგ ფეხბურთელს ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეფებისგან კვლავ არაფერი ისმის. რიბერიმ არაერთხელ თქვა, რომ ბაიერნში დარჩენა სურს, მაგრამ კლუბის ბოსები, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი დუმან.

“კიკერის” ინფორმაციით, ფრანგი შექმნილი გაურკვეველი ვითარებით იმდენად უკმაყოფილო და გულდაწყვეტილია, რომ თუ ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებენ, შესაძლოა, მაინც უარი თქვას. ”კიკერში” ვკითხულობთ, რომ რიბერი კლუბის ხელმძღვანელებისგან ძველებურ თანადგომას ვეღარ გრძნობს და ამის გამო ნაწყენია.

რიბერი კლუბის ხელმძღვანელებისგან ძველებურ თანადგომას ვეღარ გრძნობს

“კიკერი” იმასაც წერს, რომ რიბერის სხვა კლუბებისგან ორი შეთავაზება აქვს, თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები ვერაფერს აკონკრეტებენ. 7 აპრილს ფრანგი 35 წლის ხდება და უნდა, იცოდეს, რა ელის მომავალში.

ყველაფერი იქით მიდის, რომ ბაიერნში რიბერის დიდი ერა მთავრდება - ფრანგი დრიბლიორი მიუნხენში 2007 წლიდან თამაშობს!

სხვათა შორის, რიბერის მსგავს სიტუაციაშია არიენ რობენიც. კონტრაქტი ჰოლანდიელსაც ზაფხულში უმთავრდება და ბაიერნის ბოსებს, ახალი წინადადებით მისთვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ...

 

კომენტარები

ბოლო ამბები