Thumbnail

'შინ თამაში უპირატესობა არ არის' - ჭიაბრიშვილმა მეტოქის შესახებ ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვას უნივერსიტატიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ჭიაბრიშვილის განცხადებით, მეტოქე ძლიერია და მის თამაშს ეროვნული ლიგის უახლოესი ორი მატჩის შემდეგ შეისწავლიან. ქართველი სპეციალისტი უპირატესობად არ მიიჩნევს იმას, რომ მისი გუნდი თბილისში ითამაშებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი):
„დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის და ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

გორის დილასთან სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, სამტრედიასთან დაპირისპირება გველის. ამ თამაშების მერე ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ კრაიოვას თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით.

ამ მოცემულობაში, სახლში თამაში უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი რუმინულ მეტოქეს 27 აგვისტოს თბილისში დაუხვდება.

▶️ გიორგი ჭიაბრიშვილი: შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა - მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით ⚽️🔴👌 ▶️ "ლოკომოტივის" მთავარი...

Posted by FC Locomotive Tbilisi on ორშაბათი, 10 აგვისტო, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები