Thumbnail

ტრანსფერი | გადაწყვეტილია: მატუიდი იუვენტუსიდან დევიდ ბექჰემთან მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბლეზ მატუიდი ტურინის იუვენტუსს ტოვებს
  • ფრანგი კარიერეას MLS-ში გააგრძელებს და დევიდ ბექჰემის კლუბში გადავა

იუვენტუსის ფრანგი ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს. 33 წლის ნახევარმცველი ინტერ მაიამიში გადავა, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

უახლოეს საათებში დაგეგმილია სამედიცინო შემოწმება, რის შემდგომაც მატუიდი ამერიკულ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბლეზ მატუიდი იუვენტუსის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა (133 მატჩი, 8 გოლი) და კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა. თუმცა, ანდრეა პირლოს გეგმებში გამოცდილი ფრანგი არ ჯდებოდა, რაზეც გავლენა მატუიდის ცუდმა სეზონმა იქონია.

რაც შეეხება ინტერ მაიამის: მისი მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. დევიდი და ბლეზი პსჟ-ში თანაგუნდელები იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები