- თემური შალამბერიძემ ეროპალიგის წილისყრის შედეგი შეაფასა
- საბურთალოს მთავარ მწვრთნელს თავისი ფეხბურთელების ეიმედება
- ევროპალიგაში ქართული კლუბებების პირველი მეტოქეები ცნობილია
საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულმა საბურთალომ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობა შეიტყო. თემურ შალამბერიძის გუნდი 27 აგვისტოს სტუმრად კვიპროსში, ლიმასოლის აპოლონს დაუპირისპირდება.
საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა კლუბის საიტთან წილისყრის შედეგი შეაფასა.
"კვიპროსის აპოლონი ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. აპოლონი მეოთხეზე იყო.
მართალია, ახალი სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6 მატჩიდან პირველი თამაში წააგეს, შემდეგ კი ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად, სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მეიმედება.

📷 | FB Saburtalo
ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში დაგვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
თუმცა, ევროპალიგამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ჩემპიონატში ორი უახლოესი მატჩია. სამშაბათს სამტრედიას ვეთამაშებით, შემდეგ კი ჩიხურას. ამ თამაშების შემდეგ უკვე სრულად ევროტურნირებზე გადავერთვებით".
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ, საბურთალოს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს შალამბერიძის შეგირდები 11 აგვისტოს, სტუმრად სამტრედიასთან ჩაატარებენ.
კომენტარები