Thumbnail

ტაისონი-ჯონსის ბრძოლა გადაიდო - გულშემატკივარს ნოემბრამდე მოცდა მოუწევს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტაისონის და ჯონსის ბრძოლა 28 ნოემბრამდე გადაიდო
  • ბრძოლის გადადების მიზეზი შემოსავლის გაზრდაა
  • ბრძოლის ადგილი უცველელია და ის უმაყურებლოდ გაიმართება
  • ღონისძიებაზე სხვა საჩვენებელი ბრძოლებიც იგეგმება

მაიკ ტაისონის და როი ჯონს ჯუნიორის საჩვენებელი ბრძოლა, რომელიც 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ნოემბერის ბოლომდე გადაიდო. ბრძოლის ახალ თარიღად 28 ნოემბერი გამოცხადდა.

ეს მაიკ ტაისონის გუნდის გააწყვეტილებით მოხდა, რომელმაც მიიჩნია, რომ გადადების შემთხვევაში ბრძოლის შემოსავალი მხოლოდ გაიზრდებოდა. ამას როი ჯონსიც დათანხმდა.

ბრძოლის ადგილი ისევ უცვლელი რჩება. ტაისონი და ჯონსი ერთმანეთს კარსონში, კალიფორნიაში, მაყურებლის გარეშე უნდა შეხვდნენ.

ეს ბრძოლა ღონისძიების ერთადერთი სანახაობა არ იქნება. სხვა საჩვენებელი ბრძოლებიც იგეგმება. მაგალითად, NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი ნეიტ რობინსონი და სოციალური ქსელების ვარსკვლავი ჯეკ პოლი შეებრძოლებიან ერთამანეთს. კალიფორნიის ათლეტთა კომისიის დადგენილებით, სანახაობა გასართობი უნდა იყოს და უფრო მეტად ინტენსიურ ვარჯიშს გავდეს, ვიდრე ნამდვილ ბრძოლას, რომელიც ნოკაუტით დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები