Thumbnail

ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ნიკა ნინუას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი ელოდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბერძნული მედიის ცნობით, დინამო თბილისის კაპიტანი პაოკ-ში ითამაშებს
  • სალონიკის კლუბი 21 წლის ქართველ ნახევარმცველს უკვე შეუთანხმდა
  • ნინუას ტრანსფერით ბოლოს დროს თურქული ბეშიქთაშიც ინტერესდებოდა   

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დინამო თბილისის 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა კარიერას ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ გუნდში - სალონიკის პაოკ-ში გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ დინამოელთა კაპიტნის მომავალს ამ ზაფხულს თურქულ ბეშიქთაშს უკავშირებდნენ და თითქოს, ტრანსფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ გარიგება არ შედგა და როგორც ირკვევა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი საბერძნეთში ითამაშებს.

ბერძნული მედიის ცნობით, პაოკ-ის ახალი სპორტული დირექტორი ოლაფ რებე და მთავარი მწვრთნელი აბელ ფერეირა ნიკა ნინუაში დიდ პერსპექტივას ხედავენ. საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და სალონიკის კლუბში ახლა ნიკას ჩასვლასღა ელოდებიან. სავარაუდოდ, პაოკ-ი ნინუას ტრანსფერს ოფიციალურად 11 აგვისტოს გამოაცხადებს. 

აღსანიშნავია, რომ სალონიკის პაოკ-ის მფლობელი და პრეზიდენტი ივან სავიდია - წალკის რაიონში დაბადებული 61 წლის ბერძენი ბიზნესმენი.

ნიკა ნინუა დინამო თბილისის აღზრდილია, კლუბთან კონტრაქტი კი წლის ბოლოს ეწურება. დინამოელთა კაპიტანმა გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. მიმდინარე სეზონში ნიკამ ორ მატჩში ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა. 
 
ნინუას საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarkt.com მის სატრანსფერო ღირებულებად 900 ათას ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები