Thumbnail

NBA | ფილადელფიას პრობლემა აქვს - ბენ სიმონსის შემდეგ ჯოელ ემბიიდიც დაშავდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფილადელფია სიქსერსი პლეი ოფში გადის, მაგრამ სერიოზული საკადრო პრობლემებით!

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 121:124 წაგებულ მატჩში ფილას ლიდერი ჯოელ ემბიიდი დაშავდა. სიქსერსის ცენტრმა ტრავმა პირველივე პერიოდში მიიღო. რაკი ბენ სიმონსიც ტრავმირებულია და ოპერაცია სჭირდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილადელფია პლეი ოფს დიდი პრობლემებით ხვდება.

“ჯერ არ ვიცი, რამდენად მძიმე ემბიიდის ტრავმა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ფილას მთავარმა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა.

პორტლენდის გამარჯვება დამიან ლილარდის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 51 ქულა დააგროვა. ამ მოგებით ბლეიზერსი მე-8 ადგილზე მყოფ მემფისს გაუთანაბრდა, თუმცა ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები