- ნიუ ორლეანს პელიკანსი 113:122 სან ანტონიო სპურსი
- ზაიონ უილიამსონმა 25 ქულა ჩააგდო, ჯეი ჯეი რედიკმა - 31
- კავაის 39 ქულა საკმარისი არ არის - კლიპერსის მოულოდნელი მარცხი ბრუკლინთან
ვუნდერკინდ ზაიონ უილიამსონის გუნდი ნიუ ორლეანს პელიკანსი სან ანტონიოსთან 113:122 დამარცხდა და რაკი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა ფილადელფიასთან გამარჯვება შეძლო, ზაიონს და კომპანიას პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვთ.

არადა, შარშანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა მაგრად იბრძოლა და თავისი გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა. ზაიონს 25 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი შეძლო. მას კარგად ეხმარებოდა ჯეი ჯეი რედიკი, რომელიც საერთოდ მატჩში ყველაზე შედეგიანი გახლდათ - 31 ქულით (12-დან 8 სამქულიანი). თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პელიკანსს დაცვაში პრობლემები აქვს. ბოლო მეოთხედში სან ანტონიომ ნიუ ორლეანსს 41 ქულა ჩაუგდო.
კომენტარები