Thumbnail

პირველი, ვისაც პირლო იუვენტუსიდან გაუშვებს - მოლაპარაკება დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანდრეა პირლო ახალი სეზონისთვის იუვენტუსის დაკომპლექტებას იწყებს 
  • იტალიური მედია ტურინელთა ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებზე წერს
  • 41 წლის სპეციალისტის გეგმებში ბლეზ მატუიდი არ შედის

ანდრეა პირლო, რომელიც სულ ახლახან ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მომავალი სეზონისთვის სატრანსფერო ბაზარზე კლუბის ვექტორის განსაზღვრითაა დაკავებული. 

იტალიური მედიის ცნობით, 41 წლის სპეციალისტის გეგმებში ნამდვილად არ შედის გუნდის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი, რომელიც ახალი კლუბის მოძიებით უკვე დაკავებულია.

ბლეზი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

33 წლის ფრანგის აგენტს ლიგა 1-ისა და MLS-ის კლუბებთან მოლაპარაკება დაწყებული აქვს.

საქმე ისაა, რომ ტურინელებმა წელს თებერვალში მატუისთან ხელშეკრულების ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების ოპცია გააქტიურეს და შედეგად, ბლეზს, რომლის ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში, ლიონთან ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მაურიციო სარის დაატოვებინეს.

ბლეზ მატუიდი ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2017 წლის აგვისტოდან იცავს, სადაც პარი სენ-ჟერმენიდან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ ფრანგი იტალიის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ასევე მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა საკლუბო ტურნირის 46 მატჩში ითამაშა და გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები