Thumbnail

სუპერშეთავაზება იუვეს - რეალი დიბალასთვის ფულს და ერთ-ერთ ვარსკვლავს თმობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'სამეფო კლუბი' არგენტინელის ტრანსფერზე მუშაობს
  • მადრიდელები მზად არიან ისკოს ან კროოსს შეელიონ

მადრიდის რეალი პაულო დიბალას შეძენას აპირებს. სენსაციურ ინფორმაციას იტალიური Sportmediaset ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი არგენტინელი შემტევის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული.

"სამეფო კლუბმა“ სუპერწინადადებაც მოამზადა: ფული (ციფრი არ სახელდება) და ამასთან ერთად ისკო ან ტონი კროოსი. იმის გათვალისწინებით, რომ ისკო დაახლოებით - 60, ხოლო კროოსი 50 მილიონ ევროდაა შეფასებული, დიბალას ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროს აღწევს.

ტურინელები არ აპირებენ სამხრეთამერიკელთან განშორებას, მაგრამ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. იმის გათვალისწინებითაც, რომ იუვეში მაურიციო სარის ანდრეა პირლოთი ჩანაცვლება ძალიან მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, გამორიცხული არაფერია. გარიგების პერსპექტივა დამოკიდებული იქნება ტურინელთა ფინანსურ მდგომარეობაზეც.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. უკანასკნელ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ დრომდე ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა. დიბალამ 2019/20 წლების სეზონში 46 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები