Thumbnail

'მზად ვარ ფანტასტიკური შანსისთვის' - პირლოს პირველი კომენტარი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ "ბებერ ქალბატონში" დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა. იტალიელი გახარებულია, რომ ტურინულ გრანდში ნდობა გამოუცხადეს.

"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იუვენტუსისგან ასეთი პატივისცემა და ნდობა დავიმსახურე. მზად ვარ ამ ფანტასტიკური შესაძლებლობისთვის!“, - დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ ანდრეა პირლო იუვენტუსის 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად წარადგინეს და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა, გუშინ მაურიციო სარის გათავისუფლების შემდეგ, ის პირველ გუნდში დააწინაურეს და ხელშეკრულება 2022 წლამდე გაუფორმეს.

პირლოს აქამდე სამწვრთნელო საქმიანობაში გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ იუვენტუსს ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2011-2015 წლებში ტურინელთა რიგებში თამაშობდა (164 მატჩი, 19 გოლი, 38 საგოლე პასი).

კომენტარები

ბოლო ამბები