Thumbnail
  • ლიონელ მესი ჯიუნეთ ჩაკირის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა
  • თურქმა არბიტრმა არგენტინელ  ვარსკვლავს გოლი არ ჩაუთვალა

ესპანური ბარსელონასა და იტალიური ნაპოლის მატჩის დასრულების შემდეგ ლიონელ მესიმ ჯიუნეთ ჩაკირის ხელი არ ჩამოართვა. თურქმა მსაჯმა არგენტინელს ხელი გაუწოდა, მაგრამ არგენტინელმა საპასუხო ჟესტზე უარი განაცხადა .

როგორც ჩანს, ლიონელი ჩაკირის მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. პირველ ტაიმში მესიმ გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-თან გადამოწმების შემდეგ, თურქმა არბიტრმა გოლი გააუქმა.

სამაგიეროდ, პირველი ტაიმის ბოლოს ასევე ვიდეორეფერის დახმარებით, არბიტრმა კალიდუ კულიბალის მხრიდან მესიზე საჯარიმოში წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ნაპოლი 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც 14 აგვისტოს, ლისაბონში, მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები