Thumbnail

მათეუსი: ბაიერნმა ძალიან უნდა მოინდომოს, ბარსელონასთან რომ წააგოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თუ მიუნხენელებმა ბევრი შეცდომა არ დაუშვეს, ბარსა ვერ გაიმარჯვებს'
  • ლოთარ მათეუსის აზრით, მომავალ მატჩში ბაიერნი აშკარა ფავორიტია

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მცველი ლოთარ მათეუსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბავარიელთა და ესპანური ბარსელონას მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მატჩის აშკარა ფავორიტად გერმანული კლუბი მიაჩნია. მათეუსის თქმით, თუკი ბაიერნი წააგებს, მხოლოდ თავისი შეცდომებით.

“ცხადია, ბარსელონას შეუძლია საუკეთესო შეხვედრა ჩაატაროს და იმარჯვოს, თუმცა, ბაიერნმაც ძალიან უნდა მოინდომოს, რომ დამარცხდეს. მიუნხენელებმა ბევრი შეცდომა უნდა დაუშვან ამ ბარსელონასთან რომ წააგონ. სხვა საქმეა, რომ ერთ კონკრეტულ თამაშში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ორმატჩიან დაპირისპირებებში სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, ამ შემთხვევაში კი, ამის საშუალება არ იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონამ იტალიურ ნაპოლის (1:1, 3:1) აჯობა, ბაიერნმა კი გზიდან ლონდონის ჩელსი (3:0, 4:1) ჩამოიცილა. ესპანურ-გერმანული დაპირისპირება 14 აგვისტოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები