Thumbnail
  • კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზელებს უკვე ესაუბრა
  • რონალდომ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს და საფრანგეთში გადავიდეს

იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო შესაძლოა პარი სენ ჟერმენში გადავიდეს. Foot Mercato-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

დიალოგი ჩემპიონთა ლიგის მინი-ტურნირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც ლისაბონი მასპინძლობს და 12 აგვისტოს პსჟ ბერგამოს ატალანტას შეხვდება.

ჯერჯერობით უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები. ცოტა ხნის წინ France Football-ი წერდა, რომ სეზონის შეწყვეტამდე რონალდოს პსჟ-ში გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დაუგეგმავმა პაუზამ ყველაფერი შეცვალა.

გუშინ იტალიური მედია იმის შესახებაც იტყობინებოდა, რომ რონალდოს მაურიციო სარისთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და ტურინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნას პოზიტიურად შეხვდა.

კრიშტიანოს იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს. 2019/20 წლების სეზონში მან 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები