Thumbnail

‘მწვრთნელმა კომპლიმენტები არ დაიშურა’ – ლაკვეხელიანმა საგოლე პასით დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სათამაშო კლასის მხრივ, ქართულ და უნგრულ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა'
  • ლუკა ლაკვეხელიანმა მეზოკოვეშდში პირველი მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენაც მოახერხა

თბილისის საბურთალოს აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრულ მეზოკოვეშდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე პასით გამოიჩინა. მეზოკოვეშდი ამხანაგურ შეხვედრაში კიშვარდას გაეჯიბრა და 1:1 ითამაშა. ლაკვეხელიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს, ტამას ჩერის კი უკვე მე-8 წუთზე გაატანინა.

ლუკა ლაკვეხელიანი: “სადებიუტო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, ამის კვალობაზე, საერთო ჯამში, თავი კარგად წარმოვაჩინე. მიხარია, რომ გოლი სწორედ ჩემი გადაცემის შემდეგ გავიდა. მატჩის შემდეგ მწვრთნელი მოვიდა და კომპლიმენტები არ დაიშურა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება სათამაშო კლასს, ვერ ვიტყვი, რომ ქართულ და უნგრულ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა”.

21 წლის ლაკვეხელიანი საბურთალოს რიგებში (92 მატჩი, 2 გოლი) 2016 წლიდან თამაშობდა, უნგრეთი კი მისთვის პირველი უცხოური გამოწვევაა (ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა). რაც შეეხება მეზკოვეშდს, გასულ სეზონში უნგრეთის თასის ფინალში გავიდა, ხოლო ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. ამ გუნდში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ფეჰერვარში გადავიდა. მეზოკოვეშდი ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს, როდესაც დიოშდიორს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები