Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ფინალისტები ცნობილია, ჩემპიონი 2 მოგებით გამოვლინდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ნახევარფინალური სერია დასრულდა
  • ფინალში თელასი და თსუ ითამაშებენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩები გაიმართა. თელასი თბილისს დაუპირისპირდა, ისევ დაამარცხა (8:4) და ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

ანგარიში "ენერგეტიკოსებმა“ გახსნეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობას თბილისის დაეუფლა და სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთ-თრიქის შესრულება ვახტანგ ჯვარაშვილმა და გიორგი ტიკურიშვილმა მოახერხეს. თელასი ფინალში გავიდა, ხოლო თბილისი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მეორე ნახევარფინალში თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის დასაწყისში მურთაზ კაკაბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი ჩიმაკაძემ საბოლოოო ანგარიში დააფიქსირა.

ფუტსალის ფინალური სერია 14 აგვისტოს დაიწყება და ჩემპიონი ორი მოგებით გამოვლინდება. 11 აგვისტოს ფუტსალის ლიგა 2-ის ბოლო მატჩები გაიმართება: 15:00 საათზე გორი თსუ 2-ს მე-3 ადგილისთვის დაუპირისპირდება, ხოლო 18:00 საათზე მთავარი ტიტულისთვის პსპ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდები ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები