Thumbnail

დინამო ალბანელებთან ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დასრულდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე ალბანური ტირანა იქნება. ეს, დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე გახდა ცნობილი.

📣 დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2020/2021 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა. უეფას...

Posted by FC Dinamo Tbilisi on კვირა, 09 აგვისტო, 2020

პირველ საკვალიფიკაციო წრეში 34 გუნდი ჩაერთვება, რომელთა ნახევარიც განთესილი იყო. მათ შორის იყო დინამო თბილისიც, რომელიც განთესილებში ბოლო, მე-17-ე ადგილზე მოხვდა. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ჩემპიონი მე-4 ჯგუფში მოხვდა და მეტოქედ შემდეგი ოთხეულიდან ერთ-ერთი ერგებოდა: დინამო ბრესტი (ბელარუსი), რიგა (ლატვია), ტირანა (ალბანეთი), სილეკსი (მაკედონია).

საბოლოოდ, დინამოს ტირანა შეხვდა, რომელსაც 18 ან 19 აგვისტოს ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება და წილისყრის შედეგად, მასპინძლის სტატუსი თბილისს ერგო. უეფას რეგულაციების თანახმად, ცნობილია ისიც, რომ თამაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ნიონში ხვალ შედგება და ხვალვე გაიგებენ მეტოქეთა ვინაობას ევროპის ლიგაზე გასული ქართული კლუბებიც.

წილისყრის პროცედურა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ფერენცვაროში (უნგრეთი) – დიურგარდენი (შვედეთი)
სელტიკი (შოტლანდია) – რეიკიავიკი (ისლანდია)
ლეგია (პოლონეთი) – დრიტა (კოსოვო)/ლინფილდი (ჩრდ.ირლანდია)
შერიფი (მოლდოვა) – ფოლა (ლუქსემბურგი)
ქონაჰი (უელსი) – სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) – ევროპა (გიბრალტარი)
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
არარა-არმენია (სომხეთი) – ომონია (კვიპროსი)
ფლორიანა (მალტა) – კლუჟი (რუმინეთი)
მაკაბი (თ-ა, ისრაელი) – რიგა (ლატვია)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) – სილეკსი (მაკედონია)
დინამო (თბილისი, საქართველო) – ტირანა (ალბანეთი)
დინამო (ბრესტი, ბელარუსი) – ასტანა (ყაზახეთი)
მიოლდე (ნორვეგია) – კუპსი (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი) – სუდუვა (ლიეტუვა)
ცელიე (სლოვენია) – დანდალკი (ირლანდია)
კლაკსვიკარი (ფარერები) – სლოვანი (სლოვაკეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები